კითხვა გაგიჩნდათ?თქვენს პასუხს იპოვით აქ

მომსახურების საფასური და გადახდის მეთოდები

რამდენია თქვენი კომპანიისთვის გათვალისწინებული საკომისიო?

ჩვენი მომსახურების გადასახადი შეადგენს ანაზღაურებული თანხის 25%-ს.

გადახდა თუ მომიწევს თქვენი კომპანიისთვის, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა ავიაკომპანიის მიერ თანხის ანაზღაურება?

ჩვენი მომსახურება განისაზღვრება ანაზღაურებული თანხის 25%-ით. შესაბამისად, მხოლოდ მოგებული ქეისის შემთხვევაში იხდით ჩვენს მომსახურებას.

შეგიძლიათ სხვის სახელზე გადმორიცხოთ თანხა?

დიახ, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია მესამე პირზე თუ წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ  მოწმობას.

როგორ განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მგზავრზე?

კომპანსაციის ოდენობა განისაზღვრება  აეროპორტებს შორის მანძილით:

 

1500 კმ-ზე ნაკლები-250 ევრო;

1500კმ-3500კმ-400 ევრო;

3500კმ-ზე მეტი 600 ევრო.

რა არის საჭირო კომპენსაციის მისაღებად?

საქმის წარმოების დასაწყებად საჭიროა ბილეთის და პასპორტის ასლი. რის შემდეგაც მომზადდება დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, ცესია და მინდობილობა.

რა შემთხვევაში მეკუთვნის კომპენსაცია?

  • კომპენსაცია მგზავრს ეკუთვნის თუ რეისი დანიშნულების ადგილამდე დაგვიანდა მინიმუმ 3 საათით.
  • იმ შემთხვევაშიც, თუ საწყისი ფრენა დაგვიანდა 3 საათზე ნაკლები დროით, მაგრამ ამის გამო დაგაგვიანდათ დამაკავშირებელ ფრენაზე და შედეგად საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა დაგიგვიანდათ 3 საათზე მეტი დროით.
  • თვითმფრინავში ჩასხდომაზე  მოხდა  უარის თქმა თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო.

ავიაკომპანიას აქვს ვალდებულება მგზავრს მიაწოდოს ინფორმაცია რეისის გაუქმების თაობაზე, რეისამდე არანაკლებ 14 დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.

რა შემთხვევაში არ მეკუთვნის კომპენსაცია?

იმ შემთხვევაში, თუ რეისის დაგვიანება/გაუქმება იყო გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებით, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვითა და სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით.(ხშირად ავიაკომპანიას მიზეზად მოყავს ზემოხსენებული, თუმცა ჩვენი კომპანია იკვლევს საკითხს და ადგენს რამდენად შეესაბამება ეს მიზეზები სიმართლეს.)

საჩივრის შევსება.

შემიძლია დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა?

დიახ, იმ შემთხვევაში თუ შენახული გაქვთ ჩეკები, შესაძლებელია თქვენს მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა ავიაკომპანიისთვის.

როგორ შემიძლია ქეისის გახსნა?

თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, შესაძლებელია, ასევე დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ გვერდზე.

სხვა მგზავრებთან ერთად ვმოგზაურობდი, ერთად უნდა მოხდეს საჩივრის გახსნა თუ ცალ-ცალკე?

საჩივრის გახსნა შესაძლებელია ერთი განაცხადით, ასევე შესაძლებელია თითოეულმა მგზავრმა დამოკიდებულად მოგვმართოს.

საჩივრის გახსნა ავიაკომპანიის მიმართ თუ შემიქმნის პრობლემას სამომავლოდ მათი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში?

აღნიშნული ფაქტი არ იმოქმედებს ავიაკომპანიასთან სამომავლო ურთიერთობაზე.

ავიაკომპანიამ გადმომცა კვების ვაუჩერები და აანაზღაურა სასტუმროს ხარჯები, შემიძლია მაინც მოვითხოვო კომპენსაცია?

დიახ, კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია. გადადებული/გაუქმებული რეისის შემთხვევაში, ავიაკომპანიის ვალდებულებაა მგზავრი უზრუნველყოს კვებით, სასმელით, სატელეფონო ზარით და საჭიროების შემთხვევაში-სასტუმროთი.

როგორ შეიძლება ჩემი საჩივრის სტატუსის გადამოწმება?

დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დაუყონებლივ ხდება ავიაკომპანიასთან ქეისის გახსნა.  პროცედურას ესაჭიროება 2 კვირიდან 1 თვემდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, 14 სამუშაო დღის განმავლობაში ხდება თანხის ჩარიცხვა.

ნებისმიერ სიახლეს ჩვენი თანამშრომელი გაცნობებთ პროცესის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რიგ შემთხვევებში ნაკლები დრო ესაჭიროება ქეისის განხილვას, თუმცა არის შემთხვევები როდესაც პროცესი ჭიანურდება.

რა შემთხვევაში მივიღებ კუთვნილი კომპენსაციის მხოლოდ 50%-ს?

ავიაკომპანიას უფლება აქვს შეამციროს კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და იმ შემთხვევაშიც თუ ჩაფრენის დრო 3 საათზე ნაკლებია.

რატომ დაჭირდა ამდენი ხანი კომპენსაციის მიღებას?

ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი უმოკლეს ვადებში, თუმცა პროცესში ჩართულია მესამე მხარე, რომელთანაც საჭიროა კოორდინაცია, მაგალითად ავიაკომპანიასთან და ოფიციალური სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოებთან. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში საკითხის გარკვევას ესაჭიროება ნაკლები დრო, ხოლო ზოგ შემთხვევაში პროცესი ჭიანურდება.

უარი მითხრეს ბორტზე ასვლაზე ამ შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო კომპენსაცია?

იმ შემთხვევაში, თუ უარი გამოწვეულია ზედმეტად გაყიდული ბილეთების გამო, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.

თუ მიზეზი, გამოწვეულია თქვენი დაგვიანებით ან არასაკმარისი დოკუმენტაციით, კომპენსაცია ვერ მოხდება.

ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ავიაკომპანიანიას, შესაძლებელია კეთილი ნების გამოხატვის მიზნით ავიაკომპანიამ  შემოგთავაზოთ ვაუჩერი, ფასდაკლება შემდგომ ფრენებზე და  ა.შ.

დოკუმენტაცია და უსაფრთხოება.

რისთვის გჭირდებათ მინდობილობა?

მინდობილობა საჭიროა, იმისათვის რომ თქვენი სახელით ვაწარმოოთ საქმე ავიაკომპანიასთან და მივიღოთ კომპენსაცია. მინდობილობა ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ ქეისზე და დასრულებისთანავე კარგავს ძალას.

როგორ შევავსო POA (მინდობილობა) და ცესია(უფელების გადაცემა)?

დოკუმენტის შევსება საჭიროა ლურჯი კალმით. ადგილმდებარეობის ველში  უთითებთ, ქალაქს სადაც იმყოფებით, მისამართს, თარიღს, როდესაც მოხდება მონაცემთა შევსება და ხელმოწერას.

ხელმოწერა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს პასპორტში არსებულს.

რისთვის გჭირდებათ ჩემი პასპორტი?

ჩვენი მხრიდან, ხდება მხოლოდ იმ დოკუმენტაციის მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ქეისის გასახსნელად ავიაკომპანიასთან.  ჩვენი კომპანია ზრუნავს თქვენი პერსონალური უსაფრხოების დაცვაზე, შესაბამისად დოკუმენტაცია შეინახება უსაფრთხოდ ჩვენს ბაზაში, დოკუმენტაციის გაგზავნა ხდება, მხოლოდ იმ პირებისთვის ვინც ჩართულია დავაში და გეხმარებათ კომპანსაციის მიღებაში.

ჩვენი სისტემა დაცულია EU data protection regulation -ით.

ვინ აწერს ხელს არასრულწლოვნების შემთხვევაში?

არასრულწლოვვანების შემთხვევაში ხელს აწერს მშობელი/მეურვე.

მგზავრთა უფლებები

რა არის ფორსმაჟორული გარემოება?

ფორსმაჟორული გარემოებად შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტორები, რომლებიც არ არის ავიაკომპანიის მიერ კონტროლირებადი და ვერ მოხდებოდა მათი თავიდან აცილება.

ვერ მივუსწარი გადაჯდომით ფრენას, მეკუთვნის კომპენსაცია?

კომპენსაცია გეკუთვნით  შემდეგ შემთხვევებში:

  • ერთი ბრონის ქვეშ იყო საწყისი და გადაჯდომითი ფრენა.
  • საბოლოო დანიშნულების ადგილას ჩახვედით სამი საათის ან მეტი დაგვიანებით, ვინაიდან საწყისმა ფრენამ დააგვიანა.

დაგვიანება/გაუქმება არ იყო გამოწვეული ექსტრაორდინალური გარემოებებით.

ფრენა გამიუქმდა მეკუთვნის კომპენსაცია?

იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიის მიერ გაფრთხილება მოხდა 14 დღეზე ნაკლებ დროში, მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის.

უამინდობის გამო შესაძლებელია რეისის გაუქმება?

დიახ, ამინდი ხვდება ექსტრაორდინალურ გარემოებებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებს შევისწავლით და დადგინდება, რამდენად შესაძლებელი იყო დაგვიანების/გაუქმების თავიდან აცილება და შესაბამისად მოხდება კომპანსაციის მოთხოვნა ავიაკომპანიისთვის.

შემიძლია კომპენსაცია მოვითხოვო თუ თანხა გადახდილია მესამე პირის მიერ?

დიახ, თანხის მოთხოვნა შესაძლებელია, ვინაიდან ბილეთი ნაყიდია თქვენს სახელზე.