გაუქმებული ფრენის კომპენსაციათქვენი უფლებები ფრენის გაუქმების შემთხვევაში

flight delay compensation - dagvianebuli frenis kompensacia - flyinspectors
ისევე როგორც დაგვიანებები, ფრენის გაუქმებებიც ხდება და ეს არც ისე იშვიათია.

ფრენის გაუქმება შესაძლებელია წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს, რასაც შეუძლია თქვენი გეგმები ჩაშალოს.

ევროკავშირის რეგულაცია EC 261 ასეთ შემთხვევებში 600 ევრომდე კომპენსაციის აღების საშუალებას გვაძლევს.

როდის

რომელ ავიარეისებზე შეგიძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა

EC 261 კანონის თანახმად კომპენსაციის დაფარვა დამოკიდებულია ავიაკომპანიის წარმომავლობასა და რეისის მიმართულებაზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მიმართულება/ავიახაზების წარმომავლობაEU-ში რეგისტირებულიEU-ს გარეთ რეგისტრირებული
EU-დან EU-შიკომპენსირებადიკომპენსირებადი
EU-დან EU-ს გარეთკომპენსირებადიკომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-შიკომპენსირებადიარა კომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-ს გარეთარა კომპენსირებადიარა კომპენსირებადი

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ გადადებული ფრენის კომპენსაცია თუ:

  • ფრენა წინასწარი(მინუმუმ 14 დღით ადრე) გაფრთხილების გარეშე გაუქმდა;
  • ფრენა გაუქმდა ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • ფრენის გაუქმება მოხდა ავიაკომპანიის მიზეზების გამო;
  • იმ შემთხვევაშიც თუ ავიაკომპანიამ შემოგთავაზათ საკვები და სასტუმრო.

რამდენი

რა რაოდენობის კომპენსაცია გეკუთვნით რეისის დაგვიანების შემთხვევაში?

ევროკავშირში მოქმედი კანონის  EC 261 თანახმად, თუ ავიარეისის დაგვიანება 3 საათს აღემატება, თქვენ  უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფინანსური კომპენსაცია.

თქვენს მიერ მისაღები კომპენსაციის მოცულობა დამოკიდებულია დაგვიანების ხანგრძლივობასა და რეისის მანძილზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მანძილი/დაგვიანება3 საათზე ნაკლები3-4 საათი4 საათზე მეტიგაუქმებული რეისი
1500 კმ-ზე ნაკლებიEUR 250EUR E250EUR 250
1500 კმ-ზე მეტი EU ზონაშიEUR 400EUR 400EUR 400
1500-3500კმ EU ზონის გარეთEUR 400EUR 400EUR 400
3500კმ-ზე მეტი EU ზონის გარეთEUR 300EUR 600EUR 600

ყურადღებით

კომპენსაცია ბიზნეს ვიზიტორთა და ოფიციალურ პირთათვის

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეისის დაგვიანებას საქმიანი ვიზიტის განმავლობაში ქონდა ადგილი, ბილეთი კი თქვენი დამსაქმებლის მიერ იყო შეძენილი, კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობთ თქვენ, როგორც დაზარალებული მგზავრი და არა ბილეთის მყიდველი.

საკვების, საკომუნიკაციო საშუალებისა და განთავსების უზრუნველყოფა

EC 261 კანონი ავიაკომპანიას აკისრებს ვალდებულებას, თქვენ, როგორც დაგვიანებული რეისის მგზავრი, საჭიროებიდან და პირობებიდან გამომდინარე უზრუნველგყოთ საკვებით და სასმელით. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ საერთაშორისო ზარის განხორციელება, ელ. ფოსტის ან ფაქსის გაგზავნა და სასტუმროში განთავსებაც კი.

ალტერნატიული რეისი

თუ დაგვიანების პერიოდში, თქვენთვის ხელსაყრელ მიმართულებაზე ხელმისაწვდომია სხვა ავიაკომპანიის რეისი, უფლება გაქვთ დაგვიანებული რეისის ოპერატორს მოთხოვოთ ალტერნატიული ბილეთის შეძენა. ეს უფლება გაქვთ მაშინაც კი, თუ ახალი რეისის კლასი, დაგვიანებულ რეისზე თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის კლასს აღემატება.

ნაღდი ფული თუ სამზგავრო ვაუჩერი

დაგვიანებული რეისის ოპერატორს შეუძლია შემოგთავაზოთ სამგზავრო ვაუჩერი. თუმცა იყავით ყურადღებით – კანონმდებლობის თანახმად, სამგზავრო ვაუჩერის მიღებით თქვენ უარს ამბობთ სამომავლოდ ფინანსური კომპენსაციის მიღებაზე.

ფიქრობთ გეკუთვნით გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?