დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაციათქვენი უფლებები დამაკავშირებელი რეისის გამოტოვების შემთხვევაში

missed connections compensation - gamotovebuli frenis kompnesacia - flyinspectos
„ტრანზიტულია ფრენა“, რომელიც პირდაპირ რეისს არ წარმოადგენს და დანიშნულების ადგილამდე მინიმუმ ერთ გადაჯდომას მოიაზრებს.

ფრენაზე დაგვიანება და მისი გამოტოვება, ძირითადად მგზავრის მიზეზებიდან გამომდინარე ხდება. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ამის მიზეზი დაგვიანებული ან გადავადებული ავიარეისი ხდება. ევროკავშირის ლეგისლაცია, კერძოდ EC 261 ასეთი შემთხვევებისთვის EUR 600-მდე კომპენსაციას ითვალისწინებს. კომპენსაციასთან ერთად, ავიაკომპანია ვალდებულია თქვენი გამგზავრება უზრუნველყოს უახლოესი რეისის საშუალებით.

როდის

EC 261 კანონის თანახმად, გამოტოვებული ტრანზიტული რეისის გამო, კომპენსაცია გეკუთვნით შემდეგ თუ:

  • ტრანზიტულ რეისზე გადაჯდომა დააგვიანეთ ფრენის დაგვიანების ან გაუქმების გამო;
  • თუ თქვენი ორივე რეისი – გადაჯდომამდე და გადაჯდომის შემდეგ – ერთი ბილეთის ფარგლებში იყო შეძენილი;
  • ავიარეისის აფრენა ან დაშვება მოხდა ევროკავშირის ტერიტორიაზე;
  • პრობლემა, რომელმაც თქვენი დაგვიანება გამოიწვია, ავიაკომპანიის კომპეტენციას წარმოადგენს;
  • თუ პრობლემა არ არის გამოწვეული სტიქიური უბედურებით, ამინდის გაუარესებით, პოლიტიკური ვითარებით ან ტერორისტული აქტით;
  • ტრანზიტული ფრენა არ გამოგიტოვებიათ თქვენი პირადი მიზეზის გამო – მაგალითად აეროპორტში დაგვიანებული რეგისტრაცია;
  • თუ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;
  • ავიაკომპანიამ თუნდაც სრულიად უსასყიდლოდ გადაგიცვალათ ფრენა შემდეგ რეისზე.

რამდენი

ევროკავშირში მოქმედი კანონის  EC 261 თანახმად, თუ ავიარეისის დაგვიანება 3 საათს აღემატება, თქვენ  უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფინანსური კომპენსაცია.

შესაბამისად, თუ თქვენ გამოტოვეთ ტრანზიტული ფრენა, თუმცა ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული ფრენა თქვენს მხოლოდ 3 საათიან დაგვიანებას იწვევს, კომპენსაცია არ გეკუთვნით.

თქვენს მიერ მისაღები კომპენსაციის მოცულობა დამოკიდებულია დაგვიანების ხანგრძლივობასა და რეისის მანძილზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მანძილი/დაგვიანება3 საათზე ნაკლები3-4 საათი4 საათზე მეტიგაუქმებული რეისი
1500 კმ-ზე ნაკლებიEUR 250EUR E250EUR 250
1500 კმ-ზე მეტი EU ზონაშიEUR 400EUR 400EUR 400
1500-3500კმ EU ზონის გარეთEUR 400EUR 400EUR 400
3500კმ-ზე მეტი EU ზონის გარეთEUR 300EUR 600EUR 600

იმოქმედეთ დაუყონებლივ

თუ რეისი უკვე გამოტოვეთ, დაუყოვნებლივ მიიღეთ შედმეგი ზომები:

  • შეინახეთ და არ გადააგდოთ ჩასხდომის ბილეთი და სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი);
  • მონახეთ და აუხსენით თქვენი პრობლემა ავიაკომპანიის წარმომადგენელს;
  • მოითხოვეთ ალტერნატიული რეისის ბილეთით დაკმაყოფილება;
  • მოითხოვეთ ავიაკომპანიის მიერ საკვებით უზრუნველყოფა;
  • მოითხოვეთ ავიაკომპანიის მიერ სასტუმროს ნომრით უზრუნველყოფა.

ყურადღებით

კომპენსაცია ბიზნეს ვიზიტორთა და ოფიციალურ პირთათვის

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეისის დაგვიანებას საქმიანი ვიზიტის განმავლობაში ქონდა ადგილი, ბილეთი კი თქვენი დამსაქმებლის მიერ იყო შეძენილი, კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობთ თქვენ, როგორც დაზარალებული მგზავრი და არა ბილეთის მყიდველი.

საკვების, საკომუნიკაციო საშუალებისა და განთავსების უზრუნველყოფა

EC 261 კანონი ავიაკომპანიას აკისრებს ვალდებულებას, თქვენ, როგორც დაგვიანებული რეისის მგზავრი, საჭროება და პირობებიდან გამომდინარე უზრუნველგყოთ საკვებით და სასმელით. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ საერთაშორისო ზარის განხორციელება, ელ. ფოსტის ან ფაქსის გაგზავნა და სასტუმროში განთავსებაც კი.

ალტერნატიული რეისი

თუ დაგვიანების პერიოდში, თქვენთვის ხელსაყრელ მიმართულებაზე ხელმისაწვდომია სხვა ავიაკომპანიის რეისი, უფლება გაქვთ დაგვიანებული რეისის ოპერატორს მოთხოვოთ ალტერნატიული ბილეთის შეძენა. ეს უფლება გაქვთ მაშინაც კი, თუ ახალი რეისის კლასი, დაგვიანებულ რეისზე თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის კლასს აღემატება.

ნაღდი ფული თუ სამზგავრო ვაუჩერი

დაგვიანებული რეისის ოპერატორს შეუძლია შემოგთავაზოთ სამგზავრო ვაუჩერი. თუმცა იყავით ყურადღებით – კანონმდებლობის თანახმად, სამგზავრო ვაუჩერის მიღებით თქვენ უარს ამბობთ სამომავლოდ ფინანსური კომპენსაციის მიღებაზე.

ფიქრობთ გეკუთვნით დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაცია?