გადაჯავშნილი ფრენა, გეკუთვნით კომპენსაცია?თქვენი უფლებები გადაჯავშნილი რეისის შემთხვევაში

overbooked flight compensation - gadajavshnili frenis kompensacia - flyinspectors
„გადაჯავშნილი“, იგივე “Overbooked” ფრენა, ეწოდება რეისს, რომელზეც იმაზე მეტი ბილეთია გაყიდული, ვიდრე რეალურად ადგილია თვითმფრინავში.

ასეთ შემთხვევაში შესაძლოა წააწყდეთ პრობლემას – თქვენ გაქვთ ბილეთი, თუმცა თქვენი ადგილი უკვე დაკავებულია. ევროკავშირის კანონმდებლობა, კერძოდ EC 261 ასეთი შემთხვევებისთვის EUR 600-მდე კომპენსაციას ითვალისწინებს.

როდის

რა შემთხვევაში, გეკუთვნით კომპენსაცია

EC 261 კანონის თანახმად, მსგავსი რეისის გამო, კომპენსაცია გეკუთვნით შემდეგ თუ:

  • ავიარეისის აფრენა ან დაშვება ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე;
  • ავიაკომპანიისგან სანაცვლოდ არ მიგიღიათ მგზავრობის ვაუჩერი ან რაიმე დამატებითი ანაზღაურება;
  • ჩასხდომაზე უარის თქმა განპირობებული არ იყო თქვენი მიზეზით, მაგალითად დაგვიანებით ან პასპორტის არ ქონით;
  • თუ მსგავს ინციდენტს ადგილი ქონდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

რომელ ავიარეისებზე შეგიძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა

აშშ-დან განხორციელებული საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობამ, შესაძლოა USD 1350-საც მიაღწიოს.

ევროკავშირში მოქმედი EC 261 კანონის თანახმად კომპენსაციის დაფარვა დამოკიდებულია ავიაკომპანიის წარმომავლობასა და რეისის მიმართულებაზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მიმართულება/ავიახაზების წარმომავლობაEU-ში რეგისტირებულიEU-ს გარეთ რეგისტრირებული
EU-დან EU-შიკომპენსირებადიკომპენსირებადი
EU-დან EU-ს გარეთკომპენსირებადიკომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-შიკომპენსირებადიარა კომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-ს გარეთარა კომპენსირებადიარა კომპენსირებადი

რამდენი

რა რაოდენობის კომპენსაცია გეკუთვნით „გადაჯავშნილ“ რეისზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში?

აშშ-ის შემთხვევაში, კომპენსაციის მოცულობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული – დანიშნულების ადგილას დაგვიანებასა და ფრენის მიმართულებაზე.  დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მიმართულება/დაგვიანება0-1 სთ1-2 სთ2-4 სთ4+ სთ
შიდაცალმხრივი ბილეთის ღირებულების 200% – არაუმეტეს 675 აშშ დოლარისაცალმხრივი ბილეთის ღირებულების 400% – არაუმეტეს 1350 აშშ დოლარისაცალმხრივი ბილეთის ღირებულების 400% – არაუმეტეს 1350 აშშ დოლარისა
საერთაშორისოცალმხრივი ბილეთის ღირებულების 200% – არაუმეტეს 675 აშშ დოლარისაცალმხრივი ბილეთის ღირებულების 200% – არაუმეტეს 675 აშშ დოლარისაცალმხრივი ბილეთის ღირებულების 400% – არაუმეტეს 1350 აშშ დოლარისა

ევროკავშირის შემთხვევაში, ანაზღაურებას ორი ფაქტორი განაპირობებს – ფრენის მანძილი და ფრენის საზღვრები. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მანძილიკომპენსაცია
1500 კმ-ზე ნაკლები ყველა ფრენაEUR 250
1500 კმ-ზე მეტი შიდა ფრენაEUR 400
1500-3500 კმ საერთაშრისო ფრენაEUR 400
3500 კმ-ზე მეტი საერთაშორისო ფრენაEUR 600

ყურადღებით

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

  • არ დათმოთ თქვენი ადგილი ვაუჩერის ან სხვა რამის სანაცვლოდ;
  • თან იქოენიეთ ჩასხდომის ბილეთი და სამზგავრო დოკუმენტი – პასპორტი
  • გაარკვიეთ ჩასხდომაზე უარის თქმის მიზეზი;
  • მოითხოვეთ ალტერნატიული ავიაბილეთი;
  • მოითხოვეთ ფულადი კომპენსაცია ადგილზე;
  • იკითხეთ, დაფარავს თუ არა ავიაკომპანია თქვენი კვებისა და სასტუმროს ხარჯს.

ფიქრობთ გეკუთვნით გადაჯავშნილი რეისის კომპენსაცია?