გაუქმებული ფრენის კომპესაცია

ავიაკომპანიამ ფრენა გააუქმა? შესაძლოა 600 ევრომდე კომპენსაცია გეკუთვნოდეთ.

არ იცით, საიდან დაიწყოთ? მიმართეთ Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენი რეისის გაუქმების გარემოებებს და, თუ სამართლებრივი საფუძველი არსებობს, დაგეხმარებით ავიაკომპანიისგან კუთვნილი თანხის მიღებაში.

შეამოწმეთ კომპენსაცია →

როდის გეკუთვნით გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

გაუქმებული ფრენა ყოველთვის არ ქმნის ფიქსირებული კომპენსაციის მიღების უფლებას. გეკუთვნით თუ არა ანაზღაურება, ძირითადად, სამ გარემოებაზეა დამოკიდებული:

⏰ როდის შეგატყობინეს რეისის გაუქმება?

თუ რეისის გაუქმებაზე გაიგეთ, როდესაც გამგზავრებამდე 14 დღეზე ნაკლები რჩებოდა, შესაძლოა კომპენსაცია გეკუთვნოდეთ.

🔄 შემოგთავაზეს თუ არა ალტერნატიული რეისი?

მნიშვნელოვანია, შემოგთავაზათ თუ არა ავიაკომპანიამ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის ალტერნატიული ვარიანტები. ასევე, თუ ავიაკომპანიამ ალტერნატიული რეისი შემოგთავაზათ, რამდენით შეიცვალა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო.

⚠️ რა იყო ფრენის გაუქმების მიზეზი?

ფრენის გაუქმება ავიაკომპანიის შეცდომით ან არასწორი ორგანიზებით უნდა იყოს გამოწვეული. თუ რეისი განსაკუთრებული გარემოების, მაგალითად, ძლიერი უამინდობის გამო გაუქმდა, ავიაკომპანიას შესაძლოა ფიქსირებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ დაეკისროს.

ℹ️ მნიშვნელობა აქვს ფრენის მარშრუტსაც და მოქმედ კანონმდებლობასაც. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: ფრენის კომპენსაცია.

კომპენსაცია, თანხის დაბრუნება თუ ალტერნატიული ფრენა?

რეისის გაუქმებისას შესაძლოა გქონდეთ ფიქსირებული კომპენსაციის მიღების უფლება. ასევე, დამატებით, არჩევანის უფლება ბილეთის თანხის დაბრუნებასა და ალტერნატიულ მგზავრობას შორის:

💶 ფულადი კომპენსაცია

დამატებითი ანაზღაურება, რომელიც შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას გაიცემა.

🎫 ბილეთის თანხის დაბრუნება

შეგიძლიათ მოითხოვოთ ბილეთში გადახდილი თანხა, თუ მგზავრობის გაგრძელება აღარ გსურთ.

🛫 ალტერნატიული ფრენა

შეგიძლიათ აირჩიოთ დანიშნულების ადგილამდე სხვა რეისით მგზავრობა, მოქმედი წესების შესაბამისად.

💡 თუ ალტერნატიული რეისი არ შემოგთავაზეს და თავად მოგიწიათ ახალი ბილეთების შეძენა, ეს შესაძლოა გახდეს დამატებითი ხარჯის ანაზღაურების წინაპირობა. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპენსაცია გაუქმებულ ფრენაზე შესაძლოა გეკუთვნოდეთ მაშინაც კი, თუ ისარგებლეთ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ფრენით ან სხვა ბენეფიტებით. მსგავს შემთხვევებში უმჯობესია დაგვიკავშირდეთ დამატებითი კონსულტაციისთვის.

რა კომპენსაცია გეკუთვნით გაუქმებული რეისის შემთხვევაში?

დღეს მოქმედი რეგულაციებით, ფრენის გაუქმების კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდეა.

1 500 კმ-მდე

1 500–3 500 კმ

3 500 კმ-ზე მეტი, სხვა შესაბამის მარშრუტებზე

250 €

400 €

600 €

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გაუქმებული რეისის კომპენსაცია 50%-ით შემცირდეს, თუ ალტერნატიული რეისით დანიშნულების ადგილზე კანონით დადგენილ ვადაში ჩახვალთ.

შესაძლოა ანაზღაურება გეკუთვნოდეთ მაშინაც, თუ რეისი არ გაუქმებულა და მხოლოდ დაგვიანდა. დამოკიდებულია იმაზე, რა მიზეზით დაგვიანდა რეისი და როდის ჩახვედით დანიშნულების ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.

როგორ მოითხოვოთ კომპენსაცია ავიაკომპანიისგან?

რა ვქნა თუ ფრენა გაუქმდა? პირველ რიგში, შეინახეთ ბილეთი, ჯავშნის მონაცემები და, არსებობის შემთხვევაში, ავიაკომპანიის შეტყობინება.

შემდეგ დაუკავშირდით Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს რეისს და, თუ აღმოჩნდა, რომ კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თქვენს ნაცვლად დავიწყებთ საქმის წარმოებას.

01

შეავსეთ განაცხადი

საიტზე შესაბამის ველებში უთითებთ რეისის თარიღს, ნომერსა და გაუქმების დეტალებს. FlyInspectors გადაამოწმებს, არსებობს თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.

02

ჩვენ ვმართავთ საქმეს

თუ დადგინდა, რომ რეისის გაუქმების გარემოებები კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს ქმნის, ვიწყებთ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნას. ჩვენი გუნდი მართავს ავიაკომპანიასთან კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებებსაც მოიძიებს.

03

იღებთ კომპენსაციას

დადებითი შედეგის შემთხვევაში კომპენსაციას ჩვენი მომსახურების საფასურის, მიღებული თანხის 25%-ის, გამოკლებით იღებთ. თუ კომპენსაციას არ იღებთ, მომსახურების საფასურსაც არ იხდით.

შეავსეთ განაცხადი →

კომპენსაცია სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებზე

Flyinspectors მუშაობს სხვადასხვა ავიაკომპანიასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. კომპენსაციის მოთხოვნის პირობები დამოკიდებულია მარშრუტზე, შეფერხების მიზეზსა და მოქმედ რეგულაციაზე.

  • ✈️ Wizz Air-ის ფრენის კომპენსაცია

  • ✈️ Georgian Airways-ის ფრენის კომპენსაცია

  • ✈️ Pegasus Airlines-ის ფრენის კომპენსაცია

  • ✈️ Turkish Airlines-ის ფრენის კომპენსაცია

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი გაუქმების შესახებ 14 დღით ადრე შეტყობინება?

თუ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე გაცნობათ, ფიქსირებული კომპენსაცია, როგორც წესი, აღარ გაიცემა. უფრო გვიანი შეტყობინების შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, შემოგთავაზათ თუ არა ავიაკომპანიამ ალტერნატიული რეისები, როდის სრულდება ალტერნატიული რეისი და რამდენით იცვლება დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო.

შეიძლება თუ არა თანხის დაბრუნებასთან ერთად კომპენსაციის მიღებაც?

დიახ. ბილეთის საფასურის დაბრუნება და ფიქსირებული კომპენსაცია სხვადასხვა უფლებაა. არის შემთხვევები, როცა შესაძლოა ორივე გეკუთვნოდეთ.

გაიცემა თუ არა კომპენსაცია უამინდობის გამო გაუქმებულ რეისზე?

მძიმე უამინდობა შესაძლოა განსაკუთრებულ გარემოებად ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში ფიქსირებული კომპენსაცია შეიძლება არ გაიცეს. თუმცა ავიაკომპანიამ უნდა დაასაბუთოს გაუქმების მიზეზი და დაადასტუროს, რომ ყველა გონივრული ზომა მიიღო განსაკუთრებული გარემოებით გამოწვეული გაუქმების თავიდან ასაცილებლად.

ფრენა გაგიუქმდათ? შეამოწმეთ, რა გეკუთვნით.

თუ კომპენსაციას არ მიიღებთ, მომსახურების საფასურსაც არ იხდით. შეავსეთ განაცხადი →